ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა Telegram-ის არხში გავრცელებულ მიმართვაში, განაცხადა:
“წავაწყდი პუბლიკაციას, სადაც ნათქვამია, რომ 15 წელია ჩემს თანამდებობაზე ვარ. ვსაუბრობდი უვადო შვებულებაზე, ვფიქრობდი 15 წელი – ეს ბევრია, თურმე, ყოფილან გუბერნატორები, რომლებიც 27 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. გამოდის რომ არ ისე დიდხანს ვყოფილვარ.
სინამდვილეში, მე, რა თქმა უნდა, არ მაქვს უბრალოდ წასვლის უფლება. ხალხმა მომანდო რეგიონის ხელმძღვანელობა. და ამ ნდობის გამართლება ჩემი წმინდა მოვალეობაა. მე შემიძლია, წავიდე მხოლოდ ხალხისა და რუსეთის პრეზიდენტის თხოვნით. ამიტომ, უვადო შვებულების შესახებ საუბარს სამომავლოდ დავტოვებ. ახლა ყოველწლიურ შვებულებაშიც არ გავალ.
მე უკვე ვთქვი, რომ ამ გადამწყვეტ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ებრძვის გლობალურ სატანიზმს დონბასში, არც რეგიონული ხელისუფლება და არც ყველა რანგის სამხედრო მოსამსახურე არ შეიძლება შვებულებაში წავიდეს…”
კომენტარები