მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში დებატები მიმდინარეობს.
ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებებსაც და თქვა:
“თვალყურს ვადევნებთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილი დააპატიმრეს იმ ბრალდებით, რომ ბოროტად გამიყენა ძალაუფლება. ის გადაიყვანეს ციხიდან 2022 წლის მაისში საავადმყოფოში.
ჩვენმა დელეგაციამ, რომელიც წარმოდგენილია საქართველოში, ყურადღება მიაქცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებებს სააკაშვილის მდგომარეობაზე, ასეთ შემთხვევაში და სხვა წინა შემთხვევაშიც. კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, რომ საქართველოს მთავრობა პასუხს აგებს ბატონი სააკაშვილის მდგომარეობაზე და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იურიდიული პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას აქვს იმაზე, რომ უზრუნველჰყოს საქართველოს პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს ევროკავშირთან.
ჩვენ ასევე ვამბობთ, რომ მისი უფლებები სასამართლოში დაცული უნდა იყოს, ისევე როგორც დაცული უნდა იყოს მისი უფლება, დაესწროს საკუთარ სასამართლოებს. ამიტომ, ევროკავშირის პოზიცია ძალიან მკაფიოდ იყო მიტანილი საქართველოს მთავრობამდე. თუ სააკაშვილის მდგომარეობა არის კრიტიკული, მისი ჯანმრთელობა არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ სხვადასხვა მხარეების მხრიდან, უნდა იყოს მხედველობაში მიღებული დამოუკიდებელი დასკვნა, რომელიც დადებული იყო სააკაშვილის ჯანმრთელობასთან მიმართებაში.”
შეგახსენებთ, რატი ბრეგაძე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას სააკაშვილსვე აკისრებს.
კომენტარები