წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა:
“7 უმთავრესი საკითხი, რასაც, ერთი მუნიციპალიტეტის მაგალითზეც კი, ვერ ეგუება ხელისუფლება და ტოტალურ ცილისწამებლურ კამპანიას ოპერირებს:
1.პირველად წალენჯიხაში -კოალიციური თვითმმართველობა;
2.პირველად წალენჯიხაში-სამართლიანი ბიუჯეტი – გადანაწილება დასუფთავების, წყალსაქაჩის განათების მუშაკებს, ბაგა+ბაღის, ხელოვნების კულტურის, სპორტის პედაგოგებს და არა პარტიულ ელიტას!
3.პირველად წალენჯიხაში – საჯარო მოხელეები პოლიტიკური ნიშნით არ იდევნებიან (ყურადღება,”ოცნება”!)
4.პირველად წალენჯიხაში – ღია მხარდაჭერა უკრაინას! რუსეთი ოკუპანტია!
5. პირველად წალენჯიხაში და ყველაზე მთავარი!!!დეცენტრალიზაციის კერა ჩნდება ტოტალიტარულ სივრცეში. დეცენტრალიზაცია -დეოლიგარქიზაციაა!!!
6.პირველად წალენჯიხაში – მეგობართა კლუბი – საზოგადოებასთან ერთად, ღია, დემოკრატიული განვითარების მოდელი!
7.წალენჯიხა გადამდებია!!!
ამდენი სიკეთე დამანგრეველია “ოცნების” პარტიული იდეოლოგიისთვის და ამიტომაც წამოვიდა ცილისწამებების ნიაღვარი!
მე ვაგრძელებ!
შევხვდებით არგუმენტებით!”
კომენტარები