ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
ყურადღებით უყურეთ ამ ვიდეოს.
ცესკოს გოგო ნათია, რომელსაც ბოლო დროს ნერვები ღალატობს, არჩევნებამდე დადიოდა ეთერ–ეთერ და ხმის მიცემის პროცედურების პრეზენტაციას აკეთებდა. ნოდარ მელაძის ამ გადაცემის ამ მონაკვეთში ის ფაქტიურად ადასტურებს, რომ თავიდანვე იყო სრული დაშვება, ბიულეტენი აპარატს არ მიეღო და უკან დაბრუნებულიყო. მე არ ვიცი ვინმემ ეს სასამართლოზე მტკიცებულებად წარადგინა თუ არა, მაგრამ დღეს, როცა ცესკო და ქოცი მოსამართლეები გვიმტკიცებენ, რომ თუ კარგად შეაცურებდი ბიულეტენს, ხმის ფარულობა არ ირღვეოდა, ეს ვიდეო ძალიან მნიშვნელოვანია.
აპარატს ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლებოდა არ მიეღო ბიულეტენი, რამე გამორჩეული მიზეზის გარეშე, თავად ცესკოს პრეზენტაციის მიხედვით. სწორედ ამიტომაც უსვამს ხაზს ეს ქალბატონი ვიდეოში, რომ ბიულეტენი უნდა ყოფილიყო ამობრუნებული, რათა ხმის მიცემის ფარულობა არ დარღვეულიყო, თუ აპარატი ბიულეტენს არ მიიღებდა პირველ ცდაზე. მხოლოდ არჩევნების დროს და მერე გაირკვა, რომ გინდა ამობრუნებული ყოფილიყო ბიულეტენი, გინდა გადაბრუნებული, მაინც ჩანდა ვის მიეცი ხმა.
თუ ცესკო ჩვეულებრივად აკეთებდა დაშვებას წინასწარ, რომ აპარატს შეიძლება ბიულეტენი არ მიეღო, უნდა უზრუნველეყო, რომ მეორე მხარეს არჩევანი არ გამოჩენილიყო.
დიახ, ხმის მიცემის ფარულობა იყო ტოტალურად დარღვეული, რაც არ უნდა დაწერონ ქოცმოსამართლეებმა და რამდენიც არ უნდა იკივლოს ბრიფინგებზე ქ–ნმა ნათიამ.
კომენტარები