ჟურნალისტი, გიდი, ზურაბ ბაუჟაძე:
ღვინის ქვეყანაში ყურძენს მხოლოდ სასმელისთვის რომ არ იყენებდნენ ეს უჩემოდაც იცით.
აი, ყურძნის მარცვლისგან წვნიანს რომ ამზადებდნენ, ეს კი ბევრს არ ექნება გაგონილი.რეცეპტი 1901 წელსაა დაფიქსირებული.ავიღოთ 600 გრამამდე კუხი (უმწიფარი ყურძენი) გავასუფთაოდ, გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ.გავწუროთ საწურით და მიღებულ მასას ხის კოვზის ნელი მორევით (კარგად რომ გაიხსნას წვენში და ბურთულებად არ შეიკრას) დავუმატოთ ერთი ჭიქა ფქვილი (50 დან ას გრამამდე სჯობს). დავუმატოთ ორი თავი მოშუშული ხახვი, ორი სუფტის კოვზი დანაყილი ნიგოზი და კარგად ვადუღოთ, რომ ფქვილის გემო არ დარჩეს. ბოლოს დავუმატოთ მარილი გემოვნებით.
სურვილის შემთხვევაში შეიძლება კამის და ქონდარის დამატება.
კომენტარები