ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ უთხრეს, რომ ვირუსითაა ინფიცირებული და მხოლოდ გუშინ მოვიდა პისიარ კვლევის პასუხი, რომელიც უარყოფითია. კვლევები არა მხოლოდ ახალ კოვიდზე, არამედ სხვა კორონავირუსებზე და ვირუსებზე ჩაუტარდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილი:
არსებობს სხვა უფრო ჩაღრმავებული კვლევებიც, ახლა გადავწყვიტეთ რომ გავტესტოთ არამხოლოდ ახალ კოვიდზე, არამედ სხვა კორონავირუსებზე და სხვა ვირუსებზე, ხომ არ ჰქონდა ადგილი ჯვარედინ რეაქციას. აქედან გამომდინარე, დღეს კიდევ ჩაღრმავებული კვლევები მიმდინარეობს ქალბატონის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, სავარაუდოდ, მას დღეს საავადმყოფოდან გავწერთ და საკარანტინე სივრცეში გადავიყვანთ. განმეორებითი კვლევები ჩაუტარდება მის შვილსაც. დღის ბოლოს ან ხვალ დილას უკვე გვექნება სრული პასუხები და ალბათ მიზეზიც გამოიკვეთება“
სოციალურ ქსელში, მოქალაქეები უკვე წერენ: – “რაღაცას უეჭველად აღმოუჩენენ, ფინალი გურია : კახეთი ჯერ ისევ გრძელდება”
კომენტარები