მეორე დღეა, სოფელ შილდის ტყეში ხანძარს ებრძვიან. ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, სოფელ შილდის ტყეში, ხანძრის კერებს უკვე ამუშავებს. ვერტმფრენები ბორჯომიდანაც ჩავიდა. ამ დროისთვის, დათვლილია 10 კერა. ცოტა ხნის წინ, ტყეში, თავდაცვის სამინისტროს ძალებიც შევიდნენ.
დამატებითი მობილიზაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ხანძრის რამდენიმე კერის არსებობის გამო, იქ მყოფმა ძალებმა არის შეკვრა ვერ მოახერხეს.ძალა სოფელ შილდის ტყეში უკვე შევიდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, გივი ზაუტაშვილის განმარტებით, ცეცხლის ლოკალიზებას რთული რელიეფი და ძლიერი სიცხე აფერხებს.
თავდაცვის ძალებისა და ავიაციის გარდა, შემთხვევის ადგილზე, 100-ზე მეტი მეხანძრე- მაშველი, მეტყევეები და ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფება.
ხანძრის გამომწვევი რეალური მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
კომენტარები