დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე, მეყვავილეების აქციას გამოეხმაურა და შეახსენა, რომ მათ შეუძლიათ დისტანციურად განაგრძონ საქმიანობა.
“საცალო-საბითუმო ვაჭრობა, როგორც იცით, მთავრობის დადგენილებით იქნა შეზღუდული, თუმცა მე ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს შეზღუდვაა და არა აკრძალვა. შეზღუდვა ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ და განაგრძონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, ზოგადად, მობილობის შესამცირებლად, მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით – თქვენ ადევნებთ ალბათ თვალს – არის შეზღუდული”
შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის ქუჩაზე მეყვავილეებმა გზა გადაკეტეს და მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. როგორც მეყვავილეები ამბობენ, ისინი ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რის გამოც ხელისუფლებისგან ვაჭრობის გაგრძელების ნებართვას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ.
კომენტარები