ეკა ჯანეზაშვილი პანდემიის დაწყებისთანავე შემოსავლის გარეშე დარჩა. თუმცა, დღეს მას თავისი პატარა ბიზნესი აქვს და როგორ გვიყვება, თავს ბევრად უკეთ გრძნობს ახალ ამპლუაში:
15 წელი მქონდა მაღაზია, რომლის დაკეტვაც პანდემიის პირველი ტალღის დროს მომიწია. ეს 15 წელი, ჩემ სამ შვილს თითქმის ვერ ვხედავდი, დილიდან საღამომდე ვმუშაობდი. სულ მენატრებოდა სახლში ყოფნა… ყველაფერი დაიწყო ჩემი საკუთარი სახლის დალაგებით, მიყვარს ზოგადად სისუფთავე, რა თქმა უნდა, მანამდეც ვალაგებდი, მაგრამ რაკი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, დავწმინდე ყველაფერი. მეორედ და მესამედაც რომ დავხეხე ყველა ნივთი, გადავწყვიტე, გამეხსნა დასუფთავების სამსახური.
რაკი პროფესიონალურ დასუფთავებას თავისი სპეციფიკა აქვს, გადავწყვიტე ჯერ მესწავლა და მემუშავა, ასე დავიწყე დასუფთავების კომპანიაში მუშაობა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი სასიამოვნო განცდაა და როგორი სიამაყე გეუფლება, როცა კლიენტის გახარებულ, კმაყოფილ სახეს უყურებ. დავრწმუნდი, რომ ეს ის საქმეა, რასაც სიამოვნებით მოვკიდებდი ხელს. ასე გავხსენი ჩემი ფირმა „Shine art • სისუფთავის ხელოვნება“ და უკვე 7 თანამშრომელი მყავს, იმედია, კიდევ მეტ ადამიანს დავასაქმებ. ხალისიანი, მშრომელი თანამშრომლები მყავს, მეც მათთან ერთად ვალაგებ, ერთად სწრაფად და ეფექტურად ვმუშაობთ.
მე ვიცი, რას ნიშნავს, მუშაობდე და თან სახლს მიხედო, ვიცი, რას ნიშნავს, როცა დაღლილი მოდიხარ სამსახურიდან და გხვდება სუფთა გარემო, ყველა ადამიანია იმის ღირსი, რომ თავი იგრძნოს საკუთარ სახლში, თუ ოფისში კომფორტულად, მშვიდად, თბილად.
ფართს სანამ დავტოვებთ, კიდევ ერთხელ თვალს შევავლებთ, ყველაფერი უნდა ბზინავდეს, მტვერის ნასახი არ უნდა დარჩეს არსად. რთული ასახსნელია, მაგრამ ძალიან განსხვავდება, თურმე, პროფესიონალურად დალაგება ჩვეულებრივისგან, მაგალითად, ხალიჩის და ფანჯრის გაწმენდა, მთელი ხელოვნებაა. ახლა, ხელი მიეჩვია და ჩემ სახლსაც სხვაგვარად ვალაგებ. რომ არ მოგატყუოთ, თავიდან მიჭირდა, კუნთებიც მტკიოდა, მაგრამ მართლა იმდენად სასიამოვნოა, როცა, მაგალითად, შედიხარ რემონტის შემდგომ ფართში და გამოსვლისას, ყველაფერი წკრიალებს, რომ დაღლა გავიწყდება. ადამიანების ნაწილი გასაღებს გვიტოვებს და მერე დალაგებულს ვაბარებთ, ამ შემთხვევაში, პირადად მე და ჩემი კომპანია ვართ პასუხისმგებელი ფართში არსებულ ნებისმიერ ნივთზე.
ჩვენი მთავარი ხაზი – პროდუქციაა, მე და ჩემმა მეუღლემ, რომელიც ექიმია, ერთად ვეძებეთ და ვიპოვნეთ გერმანული წარმოების, მაღალხარისხიანი ბიოლოგიური, ეკოლოგიურად სუფთა საშუალებები, რომლებიც მზადდება მხოლოდ მცენარეების და მინერალური საშუალებებისგან. არ შეიცავს სინთეტიკურ დანამატებს, საღებავებს და კონსერვანტებს. ყველა პროდუქტი, რასაც დალაგებისას ვიყენებთ, არის ბიოლოგიურად დაშლადი.
რაც შეეხება ფასს, ბაზარი გამოვიკვლიე და ვცდილობ, ფასიც სასიამოვნო მქონდეს მომხმარებლისთვის, ფასი განისაზღვრება ფართის და შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით, გააჩნია, სტანდარტული დალაგება სურს კლიენტს, გენერალური, თუ რემონტისშემდგომი. მაგალითად, სამოთახიანი ბინა, ცოტა ხნის წინ, 70 ლარად დავალაგეთ, სტანდარტული დალაგების წესით. ეს ითვალისწინებს ყველაფრის დასუფთავებას გარედან – იწმინდება ყველაფერი, ოღონდ არ აღებ, მაგალითად, კარადის უჯრებს. ორნი წავედით და ერთ დღეში ჩავაბარეთ დალაგებული. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენამდეც სარგებლობდა მსგავსი სერვისით, მაგრამ როგორც გვითხრა, პირველები ვიყავით, ვინც კარადის თავები დაუსუფთავა.
ასე მაპოვნინა პანდემიამ საყვარელი საქმიანობა, თან შვილებისთვის, ოჯახისთვის, ჩემი თავისთვისაც მეტი დრო მრჩება. გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს.
თქვენთვისაც გვაქვს სიურპრიზი, „ალიას“ მკითხველი, ყველა ადამიანი, რომელიც ამ მასალას ნახავს – 15 დეკემბრიდან ისარგებლებს სტანდარტული დალაგებისას 10 პროცენტიანი ფასდაკლებით, გენერალური დალაგების შემთხვევაში კი 20 პროცენტიანი ფასდაკლებით.
დაგვიმეგობრით, სოციალურ ქსელში – „Shine art • სისუფთავის ხელოვნება“ – ნებისმიერ დროს მზად ვართ, დაგახვედროთ სახლსა, თუ სამსახურში სუფთა გარემო, სიმშვიდე და სითბო.
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი:599 23 50 70
სოციალური რეკლამა
კომენტარები