სვანეთში დაკარგულ არასრულწლოვან ილია ფილფანს უკვე მე-10 დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. ლენჯერის ტერიტორიული ერთეულის სოფელ ქაშვეთში მოზარდი ბოლოს 18 ივლისს ნახეს, როდესაც ის სახლიდან გავიდა და მისი კვალი შემდეგ იკარგება. ილიას მშობელი ამბობს, რომ შვილის გაუჩინარების არანაირი ვერსია არ გააჩნია. მისი განმარტებით, ბავშვი შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას იყოს, ამიტომ ძებნა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში, ასევე მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც. დაკარგული ბავშვის მამის თქმით, სამძებრო სამუშაოებში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოც არის ჩართული.
„დაკარგვის არანაირი ვერსია არ მაქვს, არ ვიცი სად არის, ის შეიძლება ყველგან იყოს, ამიტომ არ ვწყვეტთ ძებნას. გვეხმარება ყველა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი, ადგილობრივი მოსახლეობა, ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო. ვეძებთ ყველგან, ზღვის სანაპიროებზე, ქუჩებში. რატომ წავიდა გაუფრთხილებლად? რომ ვნახავ ვკითხავ!“
კომენტარები