„კავკასიის სახლის“ წევრი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:
„მოვდივარ რუსთაველის გამზირზე, ბოლო ხმაზეა ჩართული ერთ-ერთი ოპოზიციური არხი… მხოლოდ უბედურებებს იტყობინებიან, მხოლოდ კოშმარს იუწყებიან…ჩამოვჯექი ქუაშვეთთან, შემოვიჭყიტე აქ… ნოდარ დუმბაძის შვილი ხარობს, რადგან “ქართული ოცნება” “კოკისპირულად იგებს” ))) ენმ-ის მხარდამჭერები წერენ, რომ წულუკიანი გაფითრებულია, რადგან თბილისიც კი წააგეს, გაერთიანებული ოპოზიცია ყველგან ლიდერობს! სხვა პარტიები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ 17 საათზე ნახევარი მილიონი ხმა ჰქონდათ მიღებული.ყველა იგებს და წინასწარ არავინ ენდობა ცესკოს! მალე სხვადასხვა პარტიის კუთვნილი ტელევიზიები თავიანთი ბატონებისთვის სასარგებლო ეგზიტპოლებს გამოაქვეყნებენ. ეგზიტპოლები ურთიერთგამომრიცხავი იქნება.ესეც ჩვენი პოლიტიკური კულტურა!გასაგებია დარღვევები იყო, დაწვრილებით განიხილეთ ყველა პრობლემა, რამდენი ხანიც გენებოთ იმდენი ხანი იკვლიეთ, შეაჯერეთ ყველაფერი… ოღონდ მშვიდობას არ გამოუთხაროთ ძირი!“
კომენტარები