კორონავირუსით გარდაცვლილი მე-7 პაციენტი 83 წლის მამაკაცია, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.
ტურძელაძის თქმით, გარდაცვლილს კორონავირუსთან ერთად ქონდა ურთულესი ქრონიკული დაავადებები, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია.
„ჩვენს კლინიკაში გარდაიცვალა დღეს საღამოს მეშიდე პაციენტი. 83 წლის მამაკაცი ურთულესი ქრონიკული დაავადებებით, არც ერთი კიდური არ ჰქონდა, შაქრიანი დიაბეტის გამო ჰქონდა მოკვეთილი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
კომენტარები