სამხედრო ექსპერტის აკია ბარბაქაძე “ინტერპრესნიუსთან” ამბობს:
“მთელი სადაზვერვო სამსახურები უწინასწარმეტყველებდნენ, რომ 72 საათში კიევი დაეცემოდა… სამი კვირა გავიდა და კონტრშეტევაზე არიან. ჩვენ გვქონდა ამის პრეცედენტი 2008 წელს, 5 დღე ვიომეთ, არც ჯაველინები არა გვქონდა, მარტო ვიყავით, არც სტინგერები არა გვქონდა, არც მსოფ;ლიოს მხარდაჭერა, არც გაეროში, არც ნატოში და არც ევროკავშირში არაფერს იძახდნენ, რუსულ პროპაგანდას იყვნენ აყოლილები და ჩვენ გვადანაშუალებდნენ და დღეს ბოდიშებს იხდიან, აღიარებენ, რომ დაგვეჯერებია 2008 წელს ქართველებისათვის, არ იქნებოდა დღეს გაგიჟებული პრეზიდენტი რუსეთის და არ იქნებოდა მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის წინაშე, რომელშიც პასიურად, ირიბად, უკვე ჩართულები არიან. უკვე მესამე მსოფლი ომი მიმდინარეობს. ეს უნდა ვაღიაროთ და ამ მესამე მსოფლიო ომში, ვერ ვიქნებით რუსეთის მხარეს, თუ არა ხარ რუსეთის მხარეს, უნდა იყოს მისი მოწინააღმდეგე და უნდა მზად იყო ყველა პარამეტრით – ჯარი, უსაფრთხოება, ეკონომიკური დაცვა, უშიშროება, სანქციები. თავის მოტყუებაა, რომ რუსეთს ენის მოჩლექით დაელაპარაკები და თავის გასაკეთებელს აღარ გააკეთებს.
ეს არის რუსული იმპერიალური ფაშიზმი და მის წინააღმდეგ არის ერთადერთი თავის დაცვა, მოიყვანო წესრიგში ყველა სტრუქტურა, შეიარაღებული ძალები, იყო მზად, გქონდეს ბომბებისგან თავდაცვის ობიექტები, მარაგები გქონდეს ბომბებისგან თავდაცვის ობიეტქები, ყველა კორპუსმა უნდა იცოდეს რომელ ბუნკერში გარბის, სირენები უნდ აიყოს, არაფერია…
ილუზიებზე მიდის, მაშ, ომი გინდა? მაშ, რუსეთი გავაღიზიანო? რატო აღიზიანებ, შენ მოემზადე, მოსახლეობა გყავდეს გაფრთხილებული. აქვთ ერთი თვის მარაგი პურის? აქვთ ერთი თვიოს მარაგი საწვავის? აქვთ ერთი თვის მარაგი სისხლის ბანკის? აქვს მედიკამენტების ერთი თვის მარაგი? არა აქვთ, რატომ არა აქვთ. სად მიდის, როდემდე უნდა ხრან ეს ბიუჯეტი? რა დროს თბილისის მოპირკეთებაა, როდესაც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა არა გაქვს ნაყიდი. ვის იმედზე უნდა იყო, დანარჩენი მსოფლიოს იმედზ? უკრაინა არ არის მსოფლიოს იმედზე, მსოფლიო მაშინ დაუდგა, როცა უკრაინამ საკუთარი ოჯახი და სახლი დაიცვა. რას ელოდები?”
კომენტარები