• რეკლამა
  • კონტაქტი
22:06, პარასკევი, 30 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველა ლექტორი, მასწავლებელი, რომელიც მხარს უჭერს სტუდენტებს, მოსწავლეებს  – გმირია” – რამაზ გიგაური

ალია ავტორი - ალია
20:51 04-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
125

ასტროლოგი, რამაზ გიგაური:

ყველა ლექტორი, მასწავლებელი, რომელიც მხარს უჭერს თავის სტუდენტებს, მოსწავლეებს ამ ბრძოლაში; ბრძოლაში, რომელიც გვეხმარება თავი დავაღწიოთ რუსეთის დამანგრეველ და მომწამვლელ გავლენას, ჩვენი ადგილი დავიკავოთ ევროკავშირში (როგორც ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებმა დაიკავა თავის კუთვნილი ადგილი ევროპის ჩემპიონატში) – ჩემს თვალში გმირია.
მადლობა თქვენ – მასწავლებლებო, ლექტორებო, ვისთვისაც თავისუფალი და ევროპული საქართველო სიცოცხლის ტოლფასია. ❤
ხოლო ის მასწავლებლები, ლექტორები, რომლებიც ემორჩილებიან ვიღაც გამგეების, გამგებლების, გუბერნატორების, ვიღაც ზემდგომების ზარებსა და მესიჯებს და ხელს უწყობენ რუსული კანონის მიღებას, ებრძვიან საქართველოს მომავალს, მათ ვეუბნები:
ჩემო ძვირფასებო, თქვენ ღალატობთ სოლომონ დოდაშვილის, დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, პატრიარქ კირიონის, პატრიარქ ამბროსი ხელაიას, 9 აპრილის მსხვერპლთა, სამაჩაბლოში და აფხაზეთში დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნას.
ჩემო ძვირფასებო, თქვენ გატყუებენ და საქართველოს ღალატში გხვევენ. ეს ღალატია!
ყველა ადამიანი, რომელიც აპირებს საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში შეთრევას, სულ ერთია, სასულიერო პირია თუ საერო პირი, მომავალში შეჩვენებული იქნება ქართველი ერის მიერ.
რადგან ისინი მისდევენ სერგო ორჯონიკიძის გზას, რომელმაც უპატაკა მოსკოვში თავის უფროსებს: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს“.
იცოდეთ, რომ თქვენც ისევე მოგიშორებენ, როგორც სერგო ორჯონიკიძე მოიშორეს. უბრალოდ, დაფიქრდით, რა ახსენებოდა მას, სანამ სასოწარკვეთილმა საფეთქელზე პისტოლეტი მიიდო და სასხლეტს გამოჰკრა.
მოიძიეთ, რას ყვიროდა საქართველოს გასაბჭოების ერთ-ერთი ლიდერი ბუდუ მდივანი, რომელსაც დახვრეტის წინ მისი ცოლ-შვილის წამების ხმებს ასმენინებდნენ.
ჩემი ძვირფასებო, საქართველო მაინც გადარჩება!
იმიტომ კი არა, რომ ის ძლიერია. არა.
მის მხარეს არის სიმართლე!
სიმართლე – სიკეთეა და მისი არსება – გრძელია.
ჩახედეთ თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს თვალებში და დაფიქრდით, სად გინდათ მათ განათლება მიიღონ – ლონდონის, პარიზის, მადრიდის, ბერლინის და სხვა ევროპულ უნივერსიტეტებში თუ ჩიტას, ხაბაროვსკის, ორენბურგის, ირკუტსკის და ვლადივასტოკის უნივერსიტეტებში.
ჩემო ძვირფასო სასულიერო პირებო, სად დადიხართ სამკურნალოდ – ევროპაში თუ რუსეთში?!
რატომ ირჩევთ რუსეთს?
რისი გეშინიათ?
რუსეთი ჩვენი მტერია და ევროპა არ არის ჩვენი მტერი.
ბოლო 200 წელია ჩვენს გმირებს რუსეთი კლავს და არა ევროპა.
ჩემო ძვირფასებო, ნუთუ ამას ვერ ხედავთ, ვერ გრძნობს თქვენი გული?!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?
ახალი ამბები

სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?

19:37 05-30-2025
ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!

17:40 05-30-2025
მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

16:53 05-30-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved