საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, ნუგზარ სულაშვილი:
“ჩემთან, ერთ ქუჩაზეა ჩამწკრივებული გინეკოლოგის, კარდიოლოგის, უროლოგის, ნევროლოგის და კიდევ სხვა სამედიცინო ოფისები. თან ყველა შენობა ერთნაირია. კარდიოლოგის ბიუროს ვიმახსოვრებდი იმით, რომ მის მოპირდაპირედ იდგა ბიო ტუალეტი. ერთ დღესაც ვიღაც მიწა დასაყრელმა გადააგორა გინეკოლოგის ბიუროს წინ და აღმოვჩნდი მისაღებში სადაც მხოლოდ ქალები დამხვდნენ.
მივესალმე…
ყველა ახალგაზრდაა…
რა დროს თქვენი გულია მეთქი გავიფიქრე და სევდიანი თვალებით ვუთანაგრძნე ყველას. ყველას იმიტომ, რომ ყველა მე მიყურებდა… ჩემს მერე კიდევ ორი ქალბატონი შემოვიდა. სავარაუდოდ დედა შვილი. გოგონამ იკითხა, ბოლო ვინ არისო და მეც მოწიწებით ავწიე ხელი. ატყდა ფხუკუნი მოსაცდელში… უხერხულობისგან კედლებს დავუწყე თვალიერება. და ეეე! პირდაპირ კიდია ქალის საკვერცხეების პლაკატი. აქეთ დედის მუცელში მოკუნტული ბაღანა. იქეთ კონტრაცეპტივების ნუსხა. ჩემს თავზე რაც ეკიდა იმას აღარ დავწერ…
სასწრაფოდ გავაძრე ტელეფონი და ვრეკავ (ვითომ ვრეკავ) ძვირფასო სად ხარ? მოსაცდელში გელოდები რამდენი ხანია. ააა… შეუძლოდ ხარ და ვერ მოდიხარ? ახლავე მოგაკითხავ მეთქი და ვცვითე სასწრაფო წესით.”
კომენტარები