“ქართული ოცნება” ამბობს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ამნისტიის კანონპროექტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტთან სრულ თანხვედრაშია, ხოლო ოპოზიცია საპირისპიროშია დარწმუნებული.
უმრავლესობის დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე:
“იმ შემთხვევაში, თუკი წინასწარ ამნისტიის გავრცელებაზე რომელიმე პირი, რომელსაც შეიძლება პოტენციურად ამნისტია ეხებოდეს განაცხადებს უარს ამნისტიის გავრცელებაზე, ეს უარი, არ იქნება შეუქცევადი და შესაბამისად პირს, რომელმაც ერთხელ უარი განაცხადა ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე, იმ შემთხვევაში თუ ის გამტყუნებული იქნება სასამართლოს მხრიდან, შეცვალოს ეს გადაწყვეტილება და გაიწვიოს ეს უარი”
სალომე სამადაშვილი:
“ეს ჩანაწერი რაც შეეხება იმას, რომ თანახმა უნდა იყოს პირი რომ მასზე ამნისტია განხორციელდეს, ეს არის აშკარად და ღიად მიმართული ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენ ახლა რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ დავიწყეთ აქტიური კონსულტაციების ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, გარანტორებთან ამ შეთანხმების”
“რესპუბლიკური” პარტიის წევრის, ხათუნა სამნიძის თქმით, ჩანაწერი მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება და ამაზე მედიატორებს საკუთარი რეაქცია ექნებათ.
რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, ზაალ უდუმაშვილის თქმით, “ოცნების” მხრიდან კანონპროექტის ამ მიმართულებით წაყვანა მოსალოდნელი იყო და ეს ჩანაწერი პირდაპირ იმისკენაა მიმართული, რომ მელია ციხეში დარჩეს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირები კი გათავისუფლდნენ.
წყარო – მთავარი
კომენტარები