გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა. პროკურატურიდან გამოსვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლს არ გაუჭირდება.„განზრახ მკვლელობის მუხლს არ გაუჭირდება, ცოტახანში ყველა ნახავთ, რაც მოხდება“, – განაცხადა ნიკოლაძემ.
გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი ცოტახნის წინ პროკურატურაში იმყოფებოდა.
„დღეს, გიორგის მშობლები ჩემთან ერთად შეხვდნენ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, ასევე რამდენიმე წამყვან თანამდებობის პირს, რომლებიც უშუალოდ კურირებენ გამოძიებას. ესაა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი რევაზ ბაღაშვილი და გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურორი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი და ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი გიგა ძნელაძე“
კომენტარები