ჟურნალისტი და პუბლიცისტი, თამაზ ჭეიშვილი აღწერს სიტუაციას, როდესაც მის აგარაკს ფიტავში რუსები მიადგნენ და შეიპატიჟა, აი რას წერს ის მათთან საუბარზე:
“რუსები ფიტავში
_
-მასპინძელო-ჭიშკარს ვიღაც მოადგა და რუსულ ენაზე დაიძახეს. გავედი. ზურგჩანთიანმა ქალ-ვაჟმა ,,დობროე უტრო,,მისურვა…მერე ინგლისურზე გადავიდნენ.სუფთა რუსულით რომ ვუპასუხე დაეჭვდნენ,რუსი ხართო?
მოკლედ,ბინის ქირაობას აპირებდნენ სექტემბრამდე.
-არ ვაქირავებ. იმხელა ოჯახი მაქვს ეს სახლი და ეზო ძლივს ყოფნით.
შევყევით საუბარში…შინ შემოვიპატიჟე. ლენამ ყავა და ნამცხვარი გამოიტანა ვერანდაზე. ლენას სუფთა რუსულიც გაუკვირდათ…
-დიდი ხანია საქართველოში ხართ? ლენამ ჰკითხა.
– თებერვლის ბოლოს ჩამოვედით.
– რომელი ქალაქიდან ბრძანდებით?
-მოსკოვიდან.
– რა ხდება იქ?
– კარგი არაფერი… – სიჩუმე ჩამოვარდა. მერე კაცმა გააგრძელა საუბარი:
-მოსკოვში ცხოვრება აღარ შეიძლება…ჩრდილოეთ კორეასავით გადაიქცა…ვეღრავის ენდობი…
-იმისაც გეშინია სამზარეულოში საყვედური არ წამოგცდეს პუტინის მისამართით!,, ქვაბებსაც ყურები გამოებათ,,!-ჩაერთო საუბარში ქალი.
-ანტიპუტინისტები ხართ?-გამეცინა.
– მე მგონი ეხლა ყველა ნორმალური რუსი ანტიპუტინისტია…უბრალოდ , ძალიან ეშინია ხალხს და და რაღაც რომ კითხო ცამდე აიყვანენ პუტინს და ხელისუფლებას! ჩვენთან რეპრესიები დაიწყო…
ახალგაზრდები ფასანაურში გადაავიყვანე, იქ საახლობლოში ბინა ვაშოვნინე და დავემშვიდობე…
სულ ეს იყო.”
კომენტარები