ეკონომიკის დოქტორი, ოთო აბესაძე:
,,✅ NDI და IRI კიარა, GORBI-ს კვლევებითაც მთავარი პრობლემა ეკონომიკა, უმუშევრობა და ფასების ზრდა დაფიქსირდა ‼️
? შესაბამისად დღეიდან დავიწყებ ყველა პოლიტიკური პარტიის ეკონომიკური პროგრამის დეტალურ ანალიზს საჯაროდ.
? ყველა დეტალს ჩავშლი და განახებთ რა არის “სადღეგრძელო” და რა რეალური.
? ყველა პარტიას საჯაროდ ვკითხავ, ყველა დეტალში, ბოლო ციფრამდე ჩავყვები და გავარკვევ რომელი პარტია როგორ აპირებს მოაგვაროს:
1️⃣ ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა
2️⃣ უმუშევრობის შემცირება
3️⃣ ინვესტიციების მოზიდვა
4️⃣ სამუშაო ადგილების შექმნა
5️⃣ სოციალური პოლიტიკა
6️⃣ საგადასახადო პოლიტიკა
7️⃣ წარმოების განვითარება
8️⃣ საერთაშორისო ვაჭრობა
✅ ამ ყველაფერზე პასუხები უნდა იყოს არა “სადღეგრძელო” და თეორიული დემაგოგია, არამედ პროფესიონალური, არგუმენტირებული და ციფრებით ახსნილი დეტალური გეგმა, რომელიც კონკრეტულ ვადაში მოიტანს შედეგს.
? ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს დემაგოგი და არაპროფესიონალი “ყველაფრისმცოდნე” პოლიტიკოსების დრო ‼️”
კომენტარები