“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1 600-ზე მეტი ოქმის მონაცემებით, პარტიას 51% აქვს და ყველა ქალაქსა და რაიონს იგებს.
“ჩვენთან 1 600-ზე მეტი ოქმის მონაცემებია შემოსული და ამ მონაცემების თანამხად, ამ ეტაპზე ჩვენი პროცენტული მაჩვენებელია 51%. აქვე მინდა ვთქვა, რომ ქართულმა ოცნებამ მოიგო ყველა ქალაქი და ყველა რაიონი, ეს არის მყარი მონაცემები, რომელიც წინასწარია, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ყველა ქალაქი და რაიონი მოგებული აქვს ქართულ ოცნებას”
კომენტარები