იურისტი, დავით მარდალეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“საქართველოს ყველა რაიონიდან, მოსახლეობის მიერ, უნდა ამოირჩეს თითო ავტორიტეტული პიროვნება (“კრიმინალურ ავტორიტეტს” არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა), რომელსაც სიტყვა ეთქმის, ვისაც ენდობიან და მეტნაკლებად, პატივს სცემენ, რომელიც გაუსვრელია – პოლიტიკურად მაინც და მათგან ჩამოყალიბდეს ეგრეთწოდებული “მესამე ძალა”.
ასეთი ფორმა იმითაც იქნება მნიშვნელოვანი, რომ შეიქმნება მოცემულობა, როდესაც ავტორიტეტი განაპირობებს ძალაუფლებას და არა, პირიქით…
რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების განსაზღვრისას, უპირველესი კრიტერიუმები პატრიოტიზმი და სამართლიანობა უნდა იყოს! გონებრივი შესაძლებლობები, ამ შემთხვევაში, მეორე პლანზეა, რადგან ის, მხოლოდ, ამ კონკრეტული პიროვნების ადგილს განაპირობებს “მესამე ძალის” სტრუქტურაში…
პატიოსნებაც პირობითია – მე, პირადად, “პატიოსნების” ჭიაბერაშვილისეული გაგებისგან ძალიან შორს ვარ!
ზოგადად, მიმაჩნია, რომ პიროვნების მთავარი განმსაზღვრელი მისი სამართლიანობაა – სამართლიანი ადამიანი ვერ იქნება ფლიდი, ყალბი, უპატიოსნო…
ამიტომ, ვთვლი, რომ ასეთი ადამიანების შერჩევისას, მთავარი კრიტერიუმები პატრიოტიზმი და სამართლიანობა უნდა იყოს.
მერწმუნეთ, ამდენ დადებით ადამიანში, თავისუფლად გამოიძებნება, 10-15 ინტელექტუალიც, რომელიც სათავეში ჩაუდგება და წარმართავს გუნდის საქმიანობას, ქვეყნის საკეთილდღეოდ…
ამ ამბის ოქტომბრამდე თავის მობმა, სავარაუდოდ, გაჭირდება, მაგრამ დაწყებას წინ არაფერი უდგას და ეს არჩევნებიც ბოლო-ბოლო, ხალხის ნებას გამოხატავს, ხოლო თუ ხალხის ნება იქნება და ასეთი სახალხო ძალა ჩამოყალიბდება, არც რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გახდება პრობლემა, საჭიროების შემთხვევაში.
ეს მინდოდა, მეთქვა…
P.S. ტექსტში, ტაფტალოგიებისთვის, ბოდიშს გიხდით!”
კომენტარები