გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მერაბ კობიაშვილის მეუღლე სოციალურ ქსელში, აქვეყნებს სქრინს და წერს:
” მას სისხლში და ხორცში ქონდა გამჯდარი წესდება… ამიტომაც ანდეს იარაღი, ამიტომაც მისცეს იარაღის ტარების უფლება შესაბამისმა სტრუქტურებმა და სამსახურიდან წამოსვლის მერეც არ ჩამოართვეს… იმიტომ რომ პირველივე შემთხვევაში არ გამოიყენებდა… არც მეორე შემთხვევაში გამოიყენა, არც მესამე შემთხვევაში…
ხო, რატომ არ გამოიყენა ბარში ჩხუბის მერე იარაღი თუ მათი მოკვლა უნდოდა?! ან მეორედ და მესამედ რომ დაესხნენ თავს მაშინ?! რატომ დახვდნენ მანქანასთან?!
და რომ დაინახეს იარაღი ამოიღო რატომ არ გაიქცნენ?!
პირველი სროლა რომ მოახდინა ან მაშინ რატომ არ გაიქცნენ?!
მერე ცემეს რაც მეგობარი მოუკლათო და გონება დაკარგაო, მანამდე არა?!.
დიახ, ჩემი მეუღლე გმირია, არა იმიტომ რომ ამდენი მედალი, სამადლობელი წერილი აქვს სამსახურებოდან (ასეა ყველა მისი გამორჩეული საძმაკაცო, ყველა ჯარისკაცი, უჩინარი გმირები, რომ როცა სჭირდებათ თითო კაცი თითო ბატალიონად იქცევა, ასე იყო ტატუნაშვილიც, ოღონდ ის მტრებმა აწამეს, ეს საკუთარმა ხალხმა…) გმირია, იმიტომ რომ ყველა არ დახოცა…”
კომენტარები