თბილისის საქალაქო სასამართლოში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელი პროცესი სწორედ ციხეში პატიმრების წამების ეპიზოდთან დაკავშირებით იმართება.
სასამართლო სხდომას თვითონ ბრალდებულიც ესწრება.
ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მეგის ქარდავა წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
“შუამდგომლობას დავაყენებთ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით. მას პროცესებზე გამოცხადების შესახებ უარი არ უთქვამს. როგორც ამ საქმეზე, ისე ყველა სხვა საქმეზე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პატიმარია. ამას ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეები, ვინაიდან სწორედ ამაზე მეტყველებს იძულებით მიცემული ჩვენებები”, – აცხადებს ველიჯანაშვილი.
ცნობისთვის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება 17 სექტემბერს მოხდა. მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი, 6 საქმეზე კი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
კომენტარები