უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს:
„ამბობდნენ, რომ გამოძიება შეთქმულების მუხლით მიმდინარეობს და ტერორიზმს საერთოდ არ ახსენებდნენ. დავუშვათ, სანამ გამოკითხვაზე მივიდოდნენ არ იცოდნენ, იქიდან გამოსულმა ყველამ ხომ იცოდა, რომ [გამოძიება] მიდიოდა ტერორიზმის მუხლით. ტელევიზიები, პოლიტიკოსები, რომელიც ამაზე კომენტარებს ერიდებოდნენ, თავად მოწმეები, რატომ არ ამბობდნენ ამ ყველაფერს? სულ მცირე, არ არის ძალიან საეჭვო? აი, ამაში გაიშიფრნენ ისინი. ჯერ ერთი, ყველა საქმის კურსში იყო, საქმე რაში იყო, რომ თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერორისტულ აქტებს და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებას, სხვა აღარაფრის შანსი რომ აღარ აქვთ, არჩევნების მოგებაზე საუბარი აღარ არის. მაინცდამაინც, ტერორიზმის მუხლს ცოცხალი თავით აღარ ახსენებდნენ. რატომ? არ იცოდნენ? ვთქვათ, [გამოკითხვაზე] მისვლის მომენტში თუ არ იცოდა, უკან გამოსულმა ხომ იცოდა? მაინც და მაინც ტერორიზმის მუხლს რატომ მალავდა? საიდან მოიტანა ეს ამბავი? – ე.ი. გაიშიფრნენ მარტივად…
მისი თქმით, რომ საუბარი იმაზე, რომ გამოკითხვას გრიფი „საიდუმლო“ ეხებოდა არგუმენტი არ არის.
…ვთქვათ, არ ამხელდნენ ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, დღეს გაუთქმელობის ხელწერილზე არ აქვთ ხელი მოწერილი? დღეს, მისცა ვინმემ უფლება, ან მოსამართლემ ან გამომძიებელმა, რომ ილაპარაკეთ ამაზეო? იძულებულები გახდნენ ელაპარაკათ ამაზე, მანამდე საგულდაგულოდ მალავდნენ და აქ არის „ძაღლის თავი დამარხული“. მათი მედია პირველ დღეს მხოლოდ შეთქმულებაზე ლაპარაკობდა და წარმოუდგენელია მათ არ სცოდნოდათ, რომ საუბარი იყო ტერორიზმზე, ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებზე, მათ აფეთქებაზე და ამ გზით ხელისუფლების ცვლილებაზე მალავდა. ჟარგონისთვის უკაცრავად და მაინც და მაინც აწვებოდნენ შეთქმულების მუხლს, რომ მერე ამაზე „ეღლიცინათ“
კომენტარები