მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი, გიორგი კავკასიძე:
ეს შესანიშნავი შენობა საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროა ელ-რიადში. დაახლოებით 300-400 მეტრში კი სასტუმრო რიტც-კარლტონია.2004 ან 2005 წელი იყო. ჩასული ვარ საუდის არაბეთში წამყვან გინეკოლოგებთან შესახვედრად. პირველი შეხვედრა გვქონდა ჯედაში, შემდეგი შეხვედრა კი ელ-რიადში, სასტუმრო რიტც-კარლტონში გვაქვს დანიშნული.ისე როგორც ჯედაში, დაახლოებით 15-20 ადამიანს ველოდებით საუნივერსტიტეო, სამხედრო და კერძო კლინიკებიდან. ჩემთან ერთად არის შვეიცარელი პროფესორი, რომელიც არაბ კოლეგებს აცნობს ჩემი კომპანიის მიერ წარმოებული ბიოტექნოლოგიური პრეპარატების გამოყენების დეტალებს ინ ვიტრო განაყოფიერებაშიშეხვედრა დანიშნულია შუადღის ლოცვის შემდეგ, 13:00. წინა საღამოს შევთანხმდით რომ 11 საათისთვის ჩავალთ საკონფერენციოში რათა შევამოწმოთ პროექგორი, მიკროფონები და სხვა ტექნიკური დეტალები.11:10 საკონფერენციოში ვარ უკვე 10 წუთია, ჩემი შვეიცარელი კოლეგა არ სჩანს, ავნერვიულდი. ვურეკავ ნომერში – არ პასუხობს. სასტუმროს ადმინისტრაციას ვთხოვე ვინმე გაეგზავნათ მომერში, იქნებ სძინავს და გააღვიძეთ-თქო. რამდენიმე წუთში მეუბნებიან – ნივთები ადგილზე, თვითონ ნომერში არ არისო. გავოგნდი – წინა ღამეს ერთად ვივახშმეთ, მოვილაპარაკეთ 11:00 შეხვედრაზე და ბაც! ადამიანი გაქრა.ვურეკავ ჩვენი კომპანიის ქანთრი მენეჯერს, (რომელიც 12:30 უნდა მოსულიყო) ვეუბნები ჰანს-იორგი გაქრა, ვერ ვპოულობ, რამე მიშველეთქო.ერთის მხრივ სერიოზული ღონისძიება “მივარდება”, მეორეს მხრივ ჩემი კომპანიის სტუმარი, შვეიცარიის მოქალაქეა გამქრალი. ვფიქრობ – შვეიცარიის საელჩოს ხომ არ შევატყობინო.გახდა 12:30, სტუმრებმა დაიწყეს მოსვლა. ფურშეტია გაშლილი – ჩაი, ყავა, ტკბილეული. ვხვდები ამ ხალხს, ვუღიმი არადა თავი მისკდება, რა ჯანდაბა გავაკეთო არ ვიცი. როგორ გამოვუცხადო – დიდი ბოდიში მაგრამ ერთი სპიკერი დავკარგეთქო.უკვე ვიწყებდით კონფერენციას რომ ჰანი მირეკავს – ვიპოვნე ჰანს იორგი, 30-40 წუთში მოვიყვანო. მომეშვა. დავიწყეთ კონფერენცია – მისალმება, კამპანიის პრეზენტაცია, ჩემი მოხსენება რომ მთავრდებოდა, შემოდიან ჰანი და ჰანს-იორგი.აღმოჩნდა რომ ჰანს-იორგი დილით გასულა სასეირნოდ (სანამ დაცხებოდა) თან ფოტოაპარატი წაუღია. ეს მშვენიერი შენობა რომ ნახა, სხვადასხვა რაკურსით დაუწყო ფოტოების გადაღება და სწორედ მაგ დროს დააპატიმრეს, რადგან შსს შენობის გადაღება აკრძალული ყოფილა. ჰანიმ ვინც ნაცნობი მყავდა ელ-რიადში, ყველა შევაწუხე, რადგან 5-წლამდე ციხე ემუქრებოდაო.ასე იყო ეს ამბავი
კომენტარები