ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
დაარეგულირეს ქოცებმა კერძო იპოთეკა და იპოვნეს კერძო გამსესხებლებმა გამოსავალი: სესხი უპირატესი შესყიდვის უფლებით.
როცა სახლს უფორმებ კერძო გამსესხებელს, სანაცვლოდ იღებ ფულს, მაგრამ ამ ქონების გამოსყიდვის უპირატესი უფლება გაქვს.შედეგი?არნახული რაოდენობის დავაა სასამართლოში მსგავს შემთხვევებზე.რეალურად, კერძო მსესხებლისგან ფულის აღება უარესი პირობებით უწევთ ადამიანებს, ვიდრე ამ რეგულაციამდე.ამიტომ, როცა რაღაცის დარეგულირებაზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ, კეთილშობილური მოტივით უარესს ხომ არ ვაკეთებთ.
როგორც წესი, ყველა სიგიჟე და მავნებლობა კეთილშობილური განზრახვებით იფუთება ხოლმე.
კომენტარები