ჯანდაცვის მონისტრის მოადგილე თამარ გაბუნია 5 ქვეყანასთან საზღვრის უპირობო გახსნის თაობაზე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ შეფასებებს გამოეხმაურა. გაბუნიას განცხადებით, კოვიდ ტესტის პასუხი 72 საათის განმავლობაშია ვალიდური და უფრო ადრე ჩატარებულ ტესტს დაცვის არანაირი გარანტია არ გააჩნია.
„რა თქმა უნდა, უპირობო საზღვრის გახსნა გარკვეულწილად რისკის მატარებელია, თუ ეს არ ემყარება ქვეყნების ეპიდსიტუაციის საფუძვლიან ანალიზს, რომელთანაც საზღვრის გახსნაზე იქნება საუბარი. რაც შეეხება კოვიდ პასპორტს, მას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდთან დაკავშირებული სტატუსი და ტესტირების შედეგი ვალიდურია ძალიან მოკლე ხნის განმავლობაში, კერძოდ, 72 საათის მანძილზე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ უკვე ამას არანაირი გარანტიის და დაცვის საფუძველი აღარ აქვს. ამიტომ უკეთესი და მეტად მეცნიერულად დასაბუთებული დაცვა არის ტესტირება ნებისმიერი სიმპტომის მქონე პირის. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმის გააქტიურებაზე, არის ერთი ტაქტიკა, რომ საზღვარზე ხდებოდეს სკრინინგი და თერმოსკრონინგიც რჩება, ასევე იყოს მარტივად პისიარ ტესტირების შესაძლებლობა მაღალი რისკის მოგზაურებისთვის. რა თქმა უნდა, ყველასთვის პისიარ ტესტირების შეთავაზებას ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს. ეს არის ძალიან რესურსტევადი და ამის ეფექტურობა ზოგადად დაბალია“
ამ პრინციპით, ისიც ვიცით, რომ ვირუსი მეტწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მაგ დროს ყველაზე მეტადაა გადამდები. შესაბამისად, თერმოსკრინინგი, ანუ სიცხის გაზომვაც აზრს კარგავს.
სიცხის გაზომვით, მხოლოდ იმ ადამიანების გამოვლენა შეგვიძლია, ვისთანაც ვირუსი ტემპერატურით მიდის.
ესე იგი, გამართლებაზე ვართ დამოკიდებული და თუ ასეა, მაშინ მეტი გამართლებისთვის, ყოფილიყო კოვიდ პასპორტებიც და სწრაფი ტესტებიც სავალდებულო.
ჯერ კიდევ გუშინ გვეუბნებოდნენ, საფრთხე დიდიაო და ახლა უპირობო გახსნა, ცოტა არ იყოს, უცნაურია.
ალია
კომენტარები