ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:
„ქვეყნისთვის რთულ სიტუაციაში, როგორც იტყვიან, ძნელბედობის ჟამს, პროდუქტებზე ფასების მატება, ბაზარზე დეფიციტის ხელოვნურად შექმნა, საერთო გასაჭირის საკუთარი თავის გადასარჩენად გამოყენება არის უკიდურესი არაადამიანობა!
ყველა, ვინც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, უნდა გასამართლდეს ომის კანონებით! ანუ, გასამართლდნენ როგორც მარადიორები!
მარადიორებს კი ადგილზე ხვრიტავენ!“
კომენტარები