ექიმი, გიორგი ღოღობერიძე, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“სამშაბათობით ონკოლოგიურ პაციენტებს ვიღებ. ხალხი ბევრი იყო, ყველა რიგს იჭერდა. ეს ბებო თავისთვის მშვიდად იდგა და მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი პირველი უნდა შემოსულიყო, სხვებს დაუთმო, თქვენ უფრო გჭირდებათ ექიმთან დროული შესვლაო. გავიდა დრო და როგორც იქნა, ისიც შემოვიდა. ასაკით ჩემზე 3-ჯერ დიდი იყო, შემოვიდა თუ არა, ბევრი მეხუტა. ყველა ვინც ძვირფასი ჰყავდა, დაეღუპა, მარტოდ იყო დარჩენილი, მაგრამ უნდა ვიცოცხლო, რომ შვილიშვილებისთვის მაგალითი ვიყოო. ჩვენ მძიმე ონკოლოგიურ დაავადებას სიყვარულით ამაყად ვებრძვით და არ გვეშინია!”
კომენტარები