დეპუტატი, თამარ კორძაია:
“დავით სერგეენკომ თქვა, მე რომ ვიყო გადავიყვანდიო, ანუ, არ არის გადაწყვეტილების მიმღები. სტაბილურადააო, რომ გვამშვიდებენ, დააყოლონ, სტაბილურად კარგადაა? სტაბილურად ცუდად? ყველაზე სტაბილურად მიცვალებულია. გადაარჩინეს გუშინ? – მადლობა, მაგრამ, სიტყვა სტაბილური ახლა არ არის საკმარისი.
ამათი სისასტიკე იქამდე მიდის, რომ ელენე ხოშტარიასთან შედიან და ეუბნებიან, შენ მიმართე სააკაშვილს რომ შეწყვიტოს შიმშილობაო.
ახლა მინდა კიდევ ერთხელ ავხსნა – სააკაშვილმა ამ წუთასაც რომ თქვას ციხეში, რომ წყვეტს შიმშილობას, მაინც ვერ გადაარჩენენ, იქ არ არის იმის პირობები, რომ რეაბილიტაცია გაიაროს. ყველა მოწოდება, ახლა ვინც თხოვს მიხეილ სააკაშვილს, რომ ციხეში შეწყვიტე შიმშილობაო, არის მოწოდება, მიშა იქ მოკვდი! არ არის ეს ნორმალური. გავიაზროთ.
არ მოინახა ქვეყანაში ექიმი, ვერ მონახა ივანიშვილმა ექიმი, თვით ტიკარაძეც კი, მისი მინისტრი, ვერ ამბობს იქ ვუმკურნალებო, არ არსებობს ექიმი, რომელიც იტყვის, რომ იმ პირობებში მისი დატოვება შეიძლება. ის ადამიანი სიცოცხლისთვის იბრძვის, ის ამბობს, შევწყვეტ შიმშილობას, თუ გადამიყვანთო იმიტომ რომ იცის, იქ რომ შეწყვიტოს შიმშილობა, მოკვდება! ეს არის ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილი მკვლელობების სერია. ელენე ხოშტარიას დღეს უკვე გადაადგილება უჭირს.”
კომენტარები