,,ევროპული საქართველოს” ლოდერი, გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში წერს:
,,ისრაელი არის თავისუფლების კუნძული, რომელიც თითქმის სრულად გარშემორტყმულია ტირანიისა და ტერორიზმის ბოროტებით.
ყველა, ვინც ცალსახა მხარდაჭერას არ უცხადებს ისრაელს;
ყველა, ვინც ცალსახად არ გმობს ჰამასს, რომელიც ზეიმობს ადამიანების, მათ შორის ქალებისა და ბავშვების მოტაცებასა და მკვლელობას;
ყველა, ვინც ახლა “ორივე მხარეს მოუწოდებს თავშეკავებისკენ”;
ყველა, ვინც ამ ამაზრზენი ბოროტების “ახსნას” ცდილობს რაიმე ფაქტორებითა თუ გარემოებებით (თან როგორც წესი, სიცრუითა და უახლესი ისტორიის გაყალბებით);
ყველა, ვინც ამ კატეგორიებში ხვდება შეგნებულად თუ შეუგნებლად თავისუფლების და ცივილიზაციის მტრებისა და ბოროტების სამსახურშია.
იმათ, ვისთცისაც ეს ვითარება თავისთავად ცხადი არ არის, მინდა დამატებით ვუთხრა:
მსოფლიო სადაც ასეთი ბოროტება იმძლავრებს,
სადაც თავისუფალი სამყარო ცალსახად არ დაგმობს და არ შეებრძოლება ამ ბოროტებას,
სადაც ველური ძალადობის “ახსნა”, ანუ გამართლება ხდება სიცრუითა და ზნეობრივი რელატივიზმით რომ “ყველას თავისი სიმართლე” აქვს – განსაკუთრებით საშიშია ჩვენნაირი ქვეყნის არსებობისა და თავისუფლებისთვის. ?? ??”
კომენტარები