ყველამ უნდა დაიცვას რეკომენდაციები, ირანში ყველა რელიგიური შეკრება უქმდება, – ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.
„ყველამ უნდა დაიცვას კორონავირუსთან დაკავშირებით ეროვნული კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციები. ირანში რელიგიური შეკრებებიც კი გაუქმებულია, რაც უპრცედენტო მოვლენაა ჩვენს ისტორიაში. ეს გარდაუვალი იყო. ღმერთმა დაიფაროს და გამოაჯანმრთელოს მსოფლიოში ამ ვირუსით ინფიცირებული ყველა ადამიანი“, – წერს ალი ხამენეი Twitter-ზე.
კომენტარები