პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი:
“გუდაურში თავის შვილებთან ერთად სრიალის დროს ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეებთან შელაპარაკების გამო დააკავეს ტურისტული კომპანია “ტრეფიქ თრეველის” დამფუძნებელი, საქართველოს მოქალაქე, პატრიოტი და ოკუპაციის წინააღმდეგ მუდამ მოქმედი აქტივისტი, ცოტნე ჯაფარიძე! ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის არავის წაუყენებია არც პრეტენზია, არც ბრალი! ხვალ აპირებენ ცოტნე ჯაფარიძის გასამართლებას! მე არ ვიცი რა ვთქვა და როგორ გამოვხატო ჩემი აღშფოთება და ბრაზი! ცოტნე უნდა დავიცვათ ყველამ. ცოტა ხნის წინ რუსმა მოქალაქემ სასტიკაც გალახა ჩვენი მოქალაქე და არც მაშინ დაუკავებიათ და გაუსამართლებიათ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე!!!
გააზიარეთ ყველამ! ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ოკუპანტების ინტერესების დაცვა და შერჩევითი სამართალი!
კომენტარები