დავით კირთაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებენ. ნიკა გვარამია წერს:
,,დათო კირთაძეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ყველანი დავიცავთ კაცს, რომელმაც ყველაზე ნათლად და თვალსაჩინოდ “გაჟონა” ბიძინას საარჩევნო სისტემამ!
გაგიმარჯოს, კირთა!”
შეგახსენებთ, დავით კირთაძემ სხდომაზე განაცხადა:
“თქვენ საქართველოს წაართვით მომავალი და ქვეყანას მიაქანებთ რუსეთისკენ, თქვენ თავმჯდომარე კი არა , ხართ “ტოჩკა რუ”, შავ ლაქად მოგიხსენიებთ ქართველი ხალხი.” – განაცხადა დავით კირთაძემ კალანდარიშვილის მისამართით. რის შემდეგაც მას მიკროფონი გაუთიშეს.
“შენ ხარ შავი ლაქა” – მიმართა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს და ჭიქით შავი სითხე შეასხა
კომენტარები