სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტსაბჭოს წევრი, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე:
“ოპერიდან მივდივარ ზევით და ვუახლოვდები რუსთაველის მეტროს მოპირდაპირედ, პანტომიმის თეატრთან გაჩერებას. ხალხი დგას და ელოდება ავტობუსს, ემატება ხალხი. ტაბლოზე ანთია ჩვეულებრივ და ერთმანეთს ცვლის ავტობუსის ნომრები.
მივედი მეც, ყველა ჩაფიქრებულია და დუმს. საიდანაც ავტობუსს ელოდებიან ის მხარე გადაკეტილია და თან ცოტა თუ დააკვირდები ხილვადიცაა რომ ჯებირებით გადაღობილია.. ვხვდები რომ ეს ხალხი ტყუილად დგას. მაგრამ თან ვფიქრობ იქნებ მე ვცდები. მივედი ერთ ქალთან და მორიდებით ვკითხე ,,დიდი ხანია ელოდებით?” 10 წუთიაო. და რაც აქ დგახართ რომელიმე ავტობუსი მოვიდათქო? არაო. ჰოდა მყისიერად შევსძახე ,,ხალხო ტყუილად დგახართ, ამ ტაბლომ შეგაცდინათთქო”. გამოფხიზლდა ფიქრებში წასული ოცამდე ადამიანი, თან ეცინებოდათ, თან იძახდნენ ეს ტაბლო მაინც გამოერთოთო. ყველანი ერთად დავიძარით ფეხით ფილარმონიის გაჩერებისკენ და გზად კიდევ თავს აქნევდნენ, ეს რა დაგვემართაო არ ვიცი რამდენად კარგად წარმოიდგინეთ სიტუაცია მაგრამ ისეთი ადამიანური ამბავი იყო მინდოდა გამეზიარებინა. ეხლაც მეცინება მაგ კადრზე.”
კომენტარები