ნაციონალურური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელი, “ტვ პირველთან”, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს.
ნიკა მელია:
– 2012 წელს, როცა ნაციონალური მოძრაობა შეიცვალა, ქართული ოცნების მხარდამჭერებიც კი ამბობდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობა იყო ეფექტური, ცუდშიც და კარგშიც, დღიდან ამ პარტიაში მოსვლისა, ჩემი სურვილი იყო, ის პოზიტიური, რომელსაც მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებდნენ, განვითარებულიყო და ის მანკიერება, რომელსაც ჩვენც ვაღიარებდით, დაწყებული მიხეილ სააკაშვილიდან, დამთავრებული ნებისმიერი საღად მოაზროვნე მხარდამჭერით, აღმოფხვრილიყო. მე ზუსტად ახლა, მიპირისპირდება ის ცუდი, რომელიც ვერასოდეს ვერ გახდება ალტერნატივა, თუნდაც იმ ბრუტალური რეჟიმისა, რომელსაც წარმოადგენს ქართული ოცნება. ეს არის ღირებულებითი ბრძოლა და არა პერსონალური. დღეს არის ბრძოლა ძველსა და ახალს შორის, ეს არის დაპირისპირება ძველსა და ახლა მიდგომებს შორის, ძველსა და ახალ მეთოდებს შორის. ყველაზე ნაკლებად ვისაუბრებ ლევან ხაბეიშვილზე, მიმაჩნია, რომ ლევან ხაბეიშვილი არ არის ჩემი კონკურენტი. ყველა ის ადამიანი, რომელიც იღებს აქტიურ მონაწილეობას, არამხოლოდ მხარს უჭერს, არამედ მისი დაწყებული პროცესია თავიდან ბოლომდე, დანანებით ვამბობ, ცუდია, რომ ავანსცენაზე არ არის გამოსული და სურვილი აქვს არაფორმალურად მოიპოვოს გავლენები.
ინგა გრიგოლია:
–უხსენებელია? რატომ არ ამბობთ სახელს?
ნიკა მელია:
–დიახაც, 9 ნოემბერი, დღე როდესაც ახალგაზრდა ადამიანებს გააკეთებინეს განცხადება, მოითხოვეს არჩევნების ჩანიშვნა, შემდეგ უფროსი თაობის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება, ვინაიდან ახალგაზრდებმა თქვეს, ჩვენ მხარს ვუჭერთო, თითქოს მათი დაორგანიზებული არ ყოფილი – ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს კარგ და პერსპექტიულ ახალგაზრდებს. აი, 9 ნოემბრის მთავარი მოქმედნი პირნი იყვნენ ვანო მერაბიშვილი და დათო კეზერაშვილი.
ინგა გრიგოლია:
–წყვილში?
ნიკა მელია:
–რა თქმა უნდა. ეს პროცესები თავიდან ბოლომდე დაგეგმილი და ორგანიზებული იყო ამ ორი ადამიანის მიერ. ეს არის სიმართლე.
კომენტარები