შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, თავის ყოფილ მოადგილეზე, სოსო გოგაშვილზე, საუბრისას, ამბობს:
“წარმოიდგინეთ, ყველაზე მეტად გაოცებული მე ვარ, არ ვაყვედრი არაფერს, რაც შემეძლო ყველაფერი გავუკეთე, იყო დაბალ თანამდებობაზე, არაფერი არ ჰქონდა, გახდა პირველი მოადგილე და როგორც არის… ღმერთმა მისცეს, კარგად იყოს, ცუდი არ მინდა მისი ოჯახისთვის… რაც მოხდა მოხდა, სანამდეც მიიყვანა მისმა საქციელმა და ქმედებებმა ვხედავთ და კიდევ ვწუხვარ… არ მინდა არავისთვის, მით უმეტეს მისი ოჯახისთვის ცუდი.
არ დამირეკია, არ შემდგარა არანაირი კომუნიკაცია, არანაირი მუქარა, მით უმეტს ოჯახის ამოწყვეტით მუქარა სასაცილოა…
გვქონდა კომუნიკაცია სამსახურიდან წასვლის შემდეგაც, მას შემდეგ პარტიაში იყო, ჩვეულებრივად გვქონდა ურთიერთობა, ჩემთანაც ყოფილა ოჯახში, მას შემდეგ. დაძაბული ურთიერთობა არ გვქონია. რჩევაც უკითხავს და მირჩევია, ასე არა, ასე გააკეთე და იყოს სსხვადასხვა საკითხები…”
კომენტარები