“ოპოზიციიდან იქნება, ალბათ, ბევრი ადამიანი, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტსაც დაუჭერს მხარს”, – ეს განცხადება “ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ “რეაქციაში” გააკეთა.
როგორც ხაზარაძე ამბობს, ის არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციიდან დეპუტატების გადაბირება მოახერხოს “ქართულმა ოცნებამ”.
რაც შეეხება, “ლელოს” სურვილს, დაიწყოს პარლამენტში პრემიერის იმპიჩმენტის პროცესი, როგორც ხაზარაძე ამბობს, ოპოზიციამ ამ საკითხზე გაერთიანება ვერ მოახერხა.
იმპიჩმენტის დაწყება არის პოლიტიკური აქტი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს., რომ ნორმალურ ქვეყნებში ასეთ ფაქტებზე იმპიჩმენტი იწყება. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ეს ყველაფერი მოხდება. სად არის დანარჩენი ოპოზიციური ხმები, სად არის მთავარი ოპოზიციური პარტია. 30 ხელმოწერა შეგროვებული იყო, პრეცედენტი დაფიქსირებული იყო, 50 ხმის შეგროვება არ შეიძლება, მაგრამ რაღაც ხდება, ის მოხდება რომ ძალიან ბევრი ადამიანი ალბათ, ოპოზიციიდან სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტსაც დაუჭერს მხარს, იმიტომ, რომ ყველაფერი იყიდება,” – ამბობს ხაზარაძე.
კომენტარები