მწერალი გიორგი კეკელიძე ლეგენდარულ კრიშტიანუ რონალდუზე წერს:
,,ეგ კაცი, თქვენ რომ ჭინჭყლს და ათას რაღაცას ეძახით, ყველაზე სკეპტიკური დათვლით, ყველა დროის ათეულში შედის, ვისაც ბურთი უგორებია დედამიწაზე. და ვისაც რომ გოლი გაუტანია, ყველაზე მეტი მაგ კაცის ანგარიშზეა – არის სამი მოთამაშე წინ, მაგრამ ისინი სადაც და როდისაც ამ გოლებს იტანდნენ, იქ ეს ბარემ ორ ამდენს მოაგროვებდა. მაგ კაცს მსოფლიოში ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს და იმხელა გავლენა აქვს, რომ ერთი ბოთლის გადადებით, საკულტო კომპანიებს არყევს. ეგ კაცი ძილშიც ვარჯიშობს ხოლმე, როცა წესით ცხადში უნდა მობეზრებოდა – ყველაფერი ნახა და მოიგო – თანაც არაერთხელ. მაგრამ ვარჯიშობს, იბრძვის, ტირის, კამათობს – და ჩემთვის ეგ მხოლოდ ქების ღირსია – აბა ,,დასტოინი” წყალგაღმა სოფლიდან ანზორა კეკელიძე იყო და მარტო მე ვიცი და მისმა ქვირვმა ეგ ანზორა. ან უკვე მარტო მე. ჰოდა, დღეს პენალტი რომ აუღეს, ამ ტვირთით, მერე დაარტყა, გაიტანო და თან ბოდიში მოიხადო, რონალდუ უნდა იყო. მე შელოცვა მხოლოდ საქართველოსთან თამაშისთვის გავუგზავნე, თორემ ისე რა ჯადო გაჭრის, აქეთ მაგის საქმეა სულ ჯადოების კეთება.”
კომენტარები