ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი, აქვეყნებს სქრინს და წერს:
“ვფიქრობ, ყველაფერი რომ დასრულდება, ეს კაცი მინიმუმ იმას მაინც იმსახურებს, რომ დედოფლისწყაროში იმ ქუჩას, სადაც ბავშვობაში ცხოვრობდა, მისი სახელი ეწოდოს.”
ოლექსი არესტოვიჩი (უკრ. Олексій Миколайович Арестович; დ. 3 აგვისტო, 1975, დედოფლისწყარო) – უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ბლოგერი, მსახიობი, პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი.
არესტოვიჩი არის ფსიქოლოგიური სემინარების და ტრენინგების ორგანიზატორი და სამხედროებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის საქველმოქმედო ფონდის შემქმნელი.
არესტოვიჩი იყო მინსკის სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის სპიკერი, მინსკის ჯგუფში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი და უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის, ანდრეი ერმაკის, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების სფეროს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში.
2022 წლის 24 თებერვლიდან არესტოვიჩი ატარებს ყოველდღიურ ბრიფინგებს უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
კომენტარები