ორგანიზაცია “მშვიდობის ქარტიის” თავმჯდომარე, ბადრი ჭელიძე:
“მივმართავ საქართველოს მთავრობას !
მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურას!
მივმართავ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს!
მივმართავ ყველა მასმედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას !
შესწავლილი იქნას და დროულად მოხდეს რეაგირება ქ.ნინოწმინდაში მცხოვრებ ეკომიგრანტთა მიზანმიმართულ ,ხელოვნურად შექმნილ პრობლემებზე, მიზანმიმართულ შევიწროებაზე ,რომელიც გვაიძულებს საქართველოში ქართველებმა ვეძებოთ თავშესაფარი_მზად ვართ ყველა ფაქტი წარმოგიდგინოთ ,რაც ხორციელდება 2012 წლიდან დღემდე….
უკვე მეორე წელია ყოველივე ამან მიიღო აქტიური სახე, სადაც ჩართული არიან როგორც საჯარო მოხელეები ასევე შეძლებული ფერმერები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ დავტოვოთ ჯავახეთი.
მაგალითისთვის გაცნობებთ 2010 წლიდან დღემდე 65 კომლი ეკომიგრანტი იძულებული გახდა დაეტოვებინა ჯავახეთი….
P.S.
დარწმუნებული არ ვართ, სამწუხაროდ ,ჩვენს მიერ მიმართული ინსტანციები თუ არსებობს ,ან თუ ფუნქციონირებს…”
კომენტარები