“მინდა მივმართო ქართველ პოლიციელებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენს მეგობრებთან ერთად იმისათვის, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს”, – ამის შესახებ საპატიმროდან გათავისუფლებულმა სკანდალურმს ექსმინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.
„მე მინდა მივმართო ქართველ პოლიციელებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენს მეგობრებთან ერთად იმისათვის, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს.
აღდგეს ნდობა, გაუმჯობესდეს მათი სოციალური მდგომარეობა და ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანებისთვის, საქართველოს სამსახური გახდეს არა ერთი კაცის და ერთი პარტიის, არამედ ქვეყნის სამსახურში ყოფნა“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ამ ხელისუფლებამ რამდენი საქმეც არ უნდა აღძრას მის წინააღმდეგ, ვერაფერი გატეხავს.
„მე მინდა ვთქვა, რომ ჩემ წინააღმდეგ კიდევ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე. მე ეს ვერ გამტეხავს“, – აცხადებს მერაბიშვილი.
კომენტარები