გამოკითხვიდან გამოსულმა იაკობ ბრეგვაძემ პირველი კომენტარი აჭარის მაუწყებელთან გააკეთა.ფოტოგრაფმა 112-ში განხორციელებულ ზარსა და ფოტოაპარატის აღდგენილ ფაილებზე ისაუბრა:
“მე ყველაფერს ვეუბნები გამოძიებას. ზარი 112-ში იმიტომ გავაუქმე, რომ ინციდენტი ამოწურულ იყო. ფოტოაპარატში არ არის წაშლილი არაფერი. ის, რაც აღადგინეს, არის 3 დღის წინანდელი ფოტოსესიის ფოტოები, რომლებიც არ არის საჭირო.ყველაფერს იტყუება იაკობ ბრეგვაძეო რომ ამბობენ, ეგ უკვე ტყუილია. ხიდზე იღებდა, დროის გაყვანას ცდილობდა და სუს-ის აგენტია იაკობ ბრეგვაძეო. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩემი ვერსია რომ ვთქვა ხალხი იტყვის იაკობ ბრეგვაძემ თქვა ესე და ესე ანუ აზრით კი არა, იცის და თქვაო”
ნიუპოსტი
კომენტარები