საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“დღეს ჩვენი დროის გმირის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღეა. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ მის ნათელ ხსოვნას.
სამშობლოსათვის მისი თავდადება ის მაგალითია, რომელზეც არაერთი თაობა აღიზრდება.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაში დამნაშავე ყველა პირი.”
კომენტარები