მუსიკოსი მაია დარსმელიძე:
„ვიღაც მორიგი შემიძულებს და ვერ ამიტანს, მარა როგორ არ ვთქვა? დანარჩენები ხომ სუპერ კოლეგიალურები ხართ, პლიუს ყველასთან ძაან მეგობრულები და მხოლოდ მე ვიყეფები….
ვიღაც საშუალოზე დაბალმონაცემებიანი, მარა კულტურის სამინისტროს “ძაან ახლობელი” მომღერლისგან (მგონი მომღერალიც არ ყოფილა და უბრალოდ მომღერლობაზე და აუცილებლად სთარობაზეა ატეხილი, კაპრიზ, ნუუ) ქმნიან ვარსკვლავს და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით რამდენიმე “გალა კონცერტსაც” უკეთებენ… სამამულო ესტრადამაც ჯერ ბრავო-ბისები აყარა, მერე მისი სთარობის პროცესში ანტურაჟადაც დასაქმდა, რომ ამ სასტავში გაერიოს შეუმჩნევლად და მერე ესეც გასთარდეს და მერე ამ სუპერკოლეგიალურებმა ერთმანეთში უნდა იჭორავონ, რომ როგორ დაუშვეს ეს მორიგი საშუალოზე დაბალმონაცემებიანი ვიღაცის ახლობელი თავის რიგებში და რომ მკვდარია აქ შოუ-ბიზნესი და არაფერი ჩვენ არ გვეშველება… ყველაფრის ღირსები ხართ ყველა, ვინც ხმას არ იღებთ. მომღერლები კი არა, ლილოს პრავიზიონკა უნდა გერქვათ
მართლა აღარ შემიძლია. ყველა ჩუმადაა და ითვლის რაღაც ახლობლურ ჩაწყობებში შემოსულ კაპიკებს. ამის შედეგად რა და როგორ ზიანდება, აღარავის აღელვებს. სულ გაგიჟდით? კატასტროფაა ეს ხალხო. რამდენი სიყალბე ამოტივტივდა და კიდევ რამდენს ამოატივტივებთ ასე ხათრით, ჩაწყობით და სახეზე კმაყოფილებისთვის ჩარიცხული უთავმოყვარეო კაპიკებით? საკუთარი სარგებლისთვის ნაგვის ბუნკერს რატომ ამსგავსებთ ყველაფერს? არ გიტყდებათ? საკუთარ თავთან მაინც არ გიტყდებათ, რომ ასეთ იაფფასიან დეკორად აღგიქვამენ?“
კომენტარები