ყოფილი დეპუტატი ირაკლი მელაშვილი ნიკა მელიას მერად, ელენე ხოშტარიას – საკრებულოს თავმჯდომარედ და ზურა გირჩი ჯაფარიძე ვიცე-მერად წარდგენაზე:
,,ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძის გაერთიანება, არის პოლიტიკური მრავალფეროვნების, ურთირთკონტროლის და კოალიციურობის მოდელიო- ასე გავიგე. ფორმალურად შეიძლება მასე იყოს (სამივე ლიდერი ერთმანეთის კონკურენტი პარტიიდანაა, პლუს “ევროპული საქართველო”), მაგრამ ყველას ახსოვს, რომ მათი ყველა ლიდერი ან ახლაა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ან ცოტა ხნის წინ იყო. ამიტომ, ვფიქრობ ეს მესიჯი ნაკლებად დამაჯერებელი იქნება იმისთვის, რომ ხელისუფლებაზე გაბრაზებული “ანტინაცზე” აღარ ვამბობ, ” არანაცი” და ე. წ. შუაშისტური ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიზიდოს. მარტო ნაცმოძრაობის ამომრჩეველი კი სრული 100%-იანი მობილიზაციის შემთხვევაშიც კი მაჟორიტარულ არჩევნებს ვერ იგებს. (მერის პირდაპირი არჩევნები კი მაჟორიტარული არჩევნებია ქალაქის მასშტაბით). აქამდე ასე იყო. ამ ტიპის პოლარიზაციის პირობებში არჩევნების ბედს უფრო მეტად გადაწყვეტს არა ის, თუ ამომრჩეველს ვინ მოსწონს, არამედ რისი უფრო ეშინია, “ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენის თუ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მობრუნების. ჩემი აზრით, მელიას გარშემო მხოლოდ ყოფილი ნაცების გაერთიანება არ აფართოებს მის ელექტორალულ შესაძლებლობებს. ამასთან ერთად, ხელისუფლებას უადვილდება პროპაგანდა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია სინამდვილეში ნაცია. მმართველი პარტია ეცდება გამოიყენოს ამ ტიპის გაერთიანება მთავარი წინასაარჩევნო მესიჯის, “ნაცებს უნდათ მობრუნება და ვისაც ეს არ გინდათ, მხარი დაგვიჭირეთ” ქვეშ ამომრჩევლის მობილიზებისათვის. ამიტომ, ჩემი აზრით , რაოდენ პარადოქსული არ უნდა ჩანდეს, დღეს გამოცხადებული ოპოზიციური ერთობის კონფიგურაცია ხელისუფლებას გარკვეულწილად აწყობს და მაoნცდამაინც არ ზრდის ნიკა მელიას გამარჯვების შანსს.”
კომენტარები