„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე არჩევნებზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. ვაშაძის განცხადებით ეს არჩევნები საქართველოს შემობრუნების და განვითარების წერტილი უნდა იყოს და ოპოზიციამ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით დღეს საქართველოს მომავლის გასაღები თითოეული მოქალაქის ხელშია და სწორედ ისინი განსაზღვრავენ საქართველოს მომავალ ათწლეულებს
„ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, ძალიან ბევრი ხალხია საარჩევნო უბნებთან. ჩემს ოჯახთან, მეუღლესთან, შვილებთან ერთად მოვედი და ხმა მივეცი საქართელოს მომავალს, აღმშენებლობას. ჩემი ხმა რაღა თქმა უნდა მივეცი იმას, რომ ბევრი ცვლილება გვინდა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ,ეს არჩევნები საქართველოს შემობრუნების და განვითარების წერტილი უნდა იყოს, ოპოზიციამ ამ არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს. ყველას გთხოვთ მოდით და მონაწილეობა მიიღეთ არჩევნებზე, იმიტომ რომ დღეს საქართველოს მომავლის გასაღები თქვენს ხელშია. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი დღე, ეს დღე განსაზღვრავს შემდეგ ათწლეულებს თუ როგორ განვითარდება ქვეყანა, როგორ წავალთ წინ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მე ვფიქრობ, რომ თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ სამოქალაქო ვალდებულებას და უფლებას. მომავალი და აღმშენებლობა აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ ,„სტრატეგია აღმაშენებელი“ 27 ნომერი ვართ“- გიორგი ვაშაძე
კომენტარები