საქართველოს პრმიერ-მინისტრი გიორგი გახარია, იმ კომპანიებზე საუბრობს, რომლებმაც თანამშრომლები ანაზღაურების გარეშე დაითხოვეს:
„იმ კომპანიებს, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს და ვისაც ანაზღაურება ეკუთვნოდა ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე და ესეც არ გადაუხადეს, მათ ყველას მივაკითხავთ, დარწმუნებულები იყვნენ ამაში. დღეს კრიზისია და ამის დრო არც ჩვენ გვაქვს, არც ამ კომპანიებს, მაგრამ ყველას თავისი სოციალური პასუხისმგებლობა უნდა ახსოვდეს. კომპანიებს, გარდა იმისა, რომ ვალდებულება აქვთ სახელმწიფოს დახმარება და ფული სთხოვონ, იგივე ვალდებულება აქვთ დასაქმებული ადამიანების მიმართ. კომპანიას, რომელიც კრიზისის გამო ადამიანს სამსახურიდან უშვებს, პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება აქვს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ადამიანს შესაბამისი გადასახადი გადაუხადოს. ეს ყველას კარგად ახსოვდეს. გადაივლის ეს კრიზისი და მერე ყველას მივხედავთ.
ახლა ყველას კარგად გვესმის, რომ ახლა არის მომენტი, როცა ყველა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაითვალისწინოს. არ არის აქ სახელმწიფო ერთადერთი, ვინც ვალდებულია სოციალური პასუხისმგებლობა იკისროს როგორც მოქალაქეზე, ასევე იმ კომპანიაზე, რომელმაც ეს მოქალაქე ყველანაირი პასუხისმგებლობის გარეშე სამსახურიდან გაუშვა”
კომენტარები