საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი:
“ღმერთმა არავის განგაცდევინოთ ფოსტალიონი კოწიას ბედი…
მეც, მასავით დავათრევ ამ მძიმე ტვირთს მრავალი წელია და ყველა სიკვდილის ცნობაზე ვკვდები…
ყველას მოგიტყანთ კარგის ტრაკი, ვისაც ჩემი ევროპული ფუფუნება, ქონება და სტატუსი თვალში გესობათ!
მე არავინ მესალმება დილით, მშვიდი და სასიამოვნო დღის სურვილით…
თვალის გახილვა იწყება “მიშველეთ”-ი…
ყოველ დაგვიანებულ ზარზე, სმს-ზე, ან გადადებულ რანდეუზე მწყევლიან და მლანძღავენ…
ადამიანებს ვახსოვარ მანამდე, სანამ საკუთარი ტკივილი და გაჭირვება სულს უფორიაქებს. მერე? მერე, ყველას კიდიხარ იმიტომ, რომ ვიღაცისთვის უბედური დღეების სუვენირად რჩები, ბედნიერებს კი შენთვის ადგილი არ რჩებათ…
“უთხარი, რომ ყველა შანსი ამოწურულია”
მეც ვეუბნები…
გაყინული, შეშინებული, ზიზღნარევი და სიძულვილით სავსე თვალები…
არავის ახსოვს ” შანსის ამოწურვამდე” შენი უძილო ღამეები, დაუსრულებელი წანწალი, რჩევები, იმედები…
კვდებიან ადამიანები და მათთან ერთად კვდები…
მერე…
მერე კოწიასავით გინდა, დაემხო პირქვე და მთელი ხმით იღრიალო ” რატომ ღმერთო, რატომ?! მე ადამიანი ვარ ღმერთი კი არა! ჩამოდი და შენ თვითონ უთხარი შენს მიერ გაჩენილ კაცს ყველაფერი! შენ ღმერთი ხარ, გაპატიებენ…
მე? მე არ მპატიობენ…
ასიდან ას-ს, ვძულვარ – უძლურებისთვის!!!”
კომენტარები