ხელისუფლება არ დაუშვებს ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციების განმეორებას, რაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდა – აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო.
“დაგავიწყდათ რა მოხდა 2020 წელს? გახსოვდეთ: ეს არ იმუშავებს. დღეს მე მაქვს საკმარისი ძალა და საშუალება. ყველას, ვისაც დღეს ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდისა და წესრიგის დარღვევა უნდა, თავს მოვკვეთთ”, – ამბობს ლუკაშენკო
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ბელარუსში ოპოზიცია არ დაეთანხმა არჩევნების შედეგებს და ლუკაშენკოს გამარჯვებას აპროტესტებდნენ. მშვიდობიანი აქციების მიმდინარეობისას, ასობით მოქალაქე და ოპოზიციის ლიდერი კი დააკავეს.
კომენტარები